
SEA LLC
წყლის დამუშავებისა და ინდუსტრიული აღჭურვილობის კატალოგი
ძველი საიტი → თანამედროვე ვერსია
თუ თქვენი საიტი მოძველდა, ნელია, არ მუშაობს მობილურზე ან Google-ში არ ჩანს, რედიზაინი არის გადაწყვეტა. ვაკეთებთ თანამედროვე ვერსიას არსებული კონტენტის გადატანით.
ქვემოთ ზუსტად არის ჩამოთვლილი, რას მიიღებთ პროექტის ფარგლებში და რა არის გათვალისწინებული საწყის ფასში.
ძველი საიტის ანალიზი
არსებული გვერდების გადატანა
ახალი დიზაინი და სტრუქტურა
სიჩქარის და SEO-ს გაუმჯობესება
სტარი URL-ების შენარჩუნება ან 301 გადამისამართება
პროცესი მოკლეა, მაგრამ არა ბრმა: ჯერ ვიგებთ ბიზნეს მიზანს, შემდეგ ვქმნით გვერდს, რომელიც კონკრეტულ შედეგზე მუშაობს.
01
ვაანალიზებთ რა მუშაობს, რა გასაუმჯობესებელია და რომელი ფურცლები უნდა შენარჩუნდეს.
02
ვწერთ ახალ სტრუქტურას, რომელიც უკეთეს კონვერტაციას მისცემს.
03
ვაკეთებთ თანამედროვე ვერსიას სუფთა კოდით.
04
ვუშვებთ ახალ ვერსიას ისე, რომ Google-მა ძველი პოზიციები არ დაკარგოს.
თუ საიტი ნელა იტვირთება, მობილურზე ცუდად ჩანს, ფორმები არ მუშაობს ან Google-ში სუსტად ჩანს, რედიზაინი ხშირად უფრო სწორი გადაწყვეტილებაა, ვიდრე მცირე კოსმეტიკური ცვლილებები.
რედიზაინის მიზანი მხოლოდ ახალი ვიზუალი არ არის; მიზანია უკეთესი მომხმარებლის გზა და უფრო ძლიერი საძიებო სიგნალები.
ვაფასებთ არსებულ გვერდებს, რომ საჭირო კონტენტი არ დაიკარგოს.
ვაუმჯობესებთ სტრუქტურას, სიჩქარეს, CTA-ებს და SEO ელემენტებს.
ძველი URL-ების ლოგიკა და გადამისამართებები იგეგმება ისე, რომ პოზიციები არ დაზიანდეს.
შესრულებული სამუშაო
ნახეთ პროექტების სტრუქტურა, ფუნქციები და ტექნოლოგიები. თითოეულ გვერდზე აღწერილია, რა ამოცანა გადავწყვიტეთ.

წყლის დამუშავებისა და ინდუსტრიული აღჭურვილობის კატალოგი

პრემიუმ ჩარდახების ვებსაიტი 3D ვიზუალიზატორით

საკანალიზაციო მილების გაწმენდის სერვისის ვებსაიტი
მოკლე პასუხები ფასზე, ვადაზე, სამუშაო პროცესზე და პროექტის დაწყებაზე.
არა, თუ სწორად გავაკეთეთ. 301 გადამისამართებებით და SEO სტრუქტურის შენარჩუნებით პოზიციები არ იკარგება.
დიახ, არსებული ტექსტები, სურათები და სტატიები გადადის ახალ საიტზე.
თუ საიტი 3+ წელია არ განახლებულა ან მობილურზე არ მუშაობს კარგად — დიახ.
საშუალოდ 800-2,500₾, საიტის ზომის და სირთულის მიხედვით.
მოგვწერეთ მოკლედ რა სერვისი ან ბიზნესი გაქვთ. გეტყვით რომელი პაკეტი გჭირდებათ, რა დაჯდება და რა დრო დასჭირდება.