დიზაინი თქვენი მომხმარებლისთვის

ვებ დიზაინი — თანამედროვე საიტი თქვენი ბრენდისთვის

კარგი ვებ დიზაინი არ არის უბრალოდ ლამაზი სურათი. ეს არის სტრუქტურა, რომელიც მომხმარებელს მარტივად მიჰყავს მთავარ მოქმედებამდე: ზარი, შეკვეთა ან ფორმის შევსება.

UI / UX და სამუშაო მაგალითები

როგორ ვირჩევთ საიტის დიზაინს

ვებ დიზაინი იწყება მომხმარებლის ამოცანით. რას ეძებს ის პირველ რიგში, რა ინფორმაცია სჭირდება გადაწყვეტილებისთვის და რა უნდა გააკეთოს შემდეგ? ფერებს, ფოტოებსა და გვერდების განლაგებას ამ კითხვების მიხედვით ვირჩევთ.

01

პროდუქტის დანახვა არჩევამდე

Alasi-ს ჩარდახის ვიზუალიზატორი ფორმასა და ქსოვილის ვარიანტებს აჩვენებს. აქ დიზაინის ამოცანაა პროდუქტის დათვალიერება და შემდეგ კონსულტაციაზე გადასვლა.

Alasi-ს პროექტი →
02

კატალოგის გასაგები სტრუქტურა

DecoConcept-ის კატეგორიები და პროდუქტის გვერდები მასალების დათვალიერებას ემსახურება. ფოტო, დასახელება და პროდუქტის ინფორმაცია ერთად უნდა იკითხებოდეს.

DecoConcept-ის პროექტი →
03

კომპანიის გამოცდილების ჩვენება

Comfort Building-ის პრეზენტაციაში პროექტებსა და არქიტექტურულ ვიზუალს მთავარი ადგილი აქვს. მომხმარებელი ჯერ ნამუშევარს ეცნობა და შემდეგ კომპანიასთან კონტაქტზე გადადის.

Comfort Building-ის პროექტი →

რას ვამოწმებთ დიზაინის ჩაბარებისას

  • შეთავაზება და მთავარი მოქმედება პირველივე ეკრანზე გასაგებია.
  • ქართული ტექსტი იკითხება, სათაურებს სწორი თანმიმდევრობა აქვს და ფერებს საკმარისი კონტრასტი.
  • მენიუ, ფორმები და ღილაკები მობილურზე და კლავიატურით მუშაობს.
  • ფოტოები ეკრანს ერგება და გვერდი გვერდულად არ იწევა.
  • შეცდომისა და წარმატებული გაგზავნის შეტყობინებები მომხმარებელს შემდეგ ნაბიჯს უხსნის.

რას მოიცავს მომსახურება

ქვემოთ ზუსტად არის ჩამოთვლილი, რას მიიღებთ პროექტის ფარგლებში და რა არის გათვალისწინებული საწყის ფასში.

მთავარი გვერდის დიზაინი

შიდა გვერდების სტრუქტურა

მობილური ვერსიის დიზაინი

ფერების და ფონტის სქემა

პროტოტიპი, რომელიც ნახავთ გაშვებამდე

როგორ ვმუშაობთ

პროცესი მოკლეა, მაგრამ არა ბრმა: ჯერ ვიგებთ ბიზნეს მიზანს, შემდეგ ვქმნით გვერდს, რომელიც კონკრეტულ შედეგზე მუშაობს.

01

ბრიფი

ვიგებთ თქვენი ბიზნესის სტილს, კონკურენტებს და მთავარ მიზანს.

02

სტრუქტურა

ვწერთ რა იქნება გვერდის თითოეულ სექციაში.

03

დიზაინი

ვაკეთებთ ვიზუალს — ფერი, ფონტი, განლაგება.

04

რევიზია და დამტკიცება

ვცვლით საჭიროებისამებრ და გადავდივართ დეველოპმენტზე.

ვებ დიზაინი, რომელიც მხოლოდ ლამაზად არ გამოიყურება

საიტის დიზაინი უნდა იყოს მარტივად წასაკითხი, სწრაფი, მობილურზე გამართული და კონვერსიაზე ორიენტირებული.

კარგი ვებ დიზაინი არის ნდობის, გასაგები ტექსტის და მარტივი მოქმედების კომბინაცია.

ვაწყობთ ვიზუალურ იერარქიას ისე, რომ მთავარი მესიჯი პირველივე ეკრანზე ჩანდეს.

ფერები, ტიპოგრაფია და ბლოკები ემსახურება ბიზნეს მიზანს და არა დეკორაციას.

დიზაინის შემდეგ გვერდი იკოდება სწრაფად ჩასატვირთად და SEO-სთვის გასაგებად.

ხშირი კითხვები

მოკლე პასუხები ფასზე, ვადაზე, სამუშაო პროცესზე და პროექტის დაწყებაზე.

რა განსხვავებაა ვებ დიზაინსა და დეველოპმენტს შორის?

დიზაინი — ეს ვიზუალური ნაწილია, დეველოპმენტი კი — კოდი. ჩვენ ორივეს ვაკეთებთ.

შემიძლია მხოლოდ დიზაინი შევუკვეთო?

დიახ, შესაძლებელია მხოლოდ Figma დიზაინის შეკვეთა, თუ კოდირებას სხვა გუნდთან გააკეთებთ.

რა სტილში მუშაობთ?

ვაკეთებთ თანამედროვე, მინიმალისტურ, კონვერტაცია-ფოკუსირებულ დიზაინს. ვერ ვმუშაობთ მოძველებულ სტილებში.

რამდენი დღე სჭირდება?

მთავარი გვერდის დიზაინი — 3-5 დღე, სრული საიტი — 7-14 დღე.

გსურთ საიტის დაწყება?

მოგვწერეთ მოკლედ რა სერვისი ან ბიზნესი გაქვთ. გეტყვით რომელი პაკეტი გჭირდებათ, რა დაჯდება და რა დრო დასჭირდება.